TaoNews.Ge

„ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა

საღამოს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა ისრაელის ქალაქ აშკელონში – ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პოლიციამ ახლახანს განაცხადა, რომ აშკელონში 14 ობიექტი დაიბომბა, მათ შორის ცარიელი საბავშვო ბაღი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი.

მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!