TaoNews.Ge

„ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა – არიან დაშავებულები

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

კერძოდ, მძიმედ დაიჭრა ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი, დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია.

უკვე არსებობს ცნობები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ სხვადასხვა რეგიონებში. მათ შორის ქალაქ რიშონ-ლეციონში რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ერთი ქალი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!