TaoNews.Ge

ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება

ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად თანხმობას აცხადებს

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად თანახმაა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

„ჩვენი მისიის მნიშვნელობა და გადაუდებელი აუცილებლობა ძალიან სერიოზულია. ბოლო დღეებში კონფლიქტის გაფართოების გათვალისწინებით, ჩემი განზრახვაა, რომ ეს გამოძიება ასევე მოიცავდეს ჩემი ოფისის იურისდიქციაში შემავალ ყველა ახალ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია კონფლიქტში მონაწილე ნებისმიერი მხარის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში“, – განაცხადა პროკურორმა კარიმ ხანმა.

პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად ავტორიზაცია ჯერ წინასასამართლო პალატიდან უნდა მიიღოს.

უფლებადამცველთა ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსები საერთაშორისო სამართლის არაერთ კანონს არღვევენ და უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გამიზნულად ბომბავენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!