TaoNews.Ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უქმეები ტაიგაში გაატარეს (ფოტო)

ჰააგის სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ აღიარებს, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამას გარდა, ორდერი გაიცა რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

ჰააგის სასამართლოს განჩინების მიხედვით, ორივე მათგანი ეჭვმიტანილია ომის დანაშაულის ჩადენაში – იძულებით დეპორტაციასა და მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების გადასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც შესაძლოა, საერთაშორისო სასამართლომ გენოციდად მიიჩნიოს.

„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი იძულებით გადაადგილებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და არ მონაწილეობს მის მუშაობაში. თავის მხრივ, ჰააგის სასამართლო არ ცნობს სახელმწიფოს მეთაურების იმუნიტეტს, თუ საქმე ეხება ომის დანაშაულების გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!