TaoNews.Ge

შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

ჯო ბაიდენი – ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში

აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

„ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით“, – განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ალიანსის წევრ ქვეყნებს საერთო პოზიციები აქვთ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!