TaoNews.Ge

ჯო ბაიდენი – ,,მე მჯერა, რომ პუტინი მკვლელია და ის “გადაიხდის ფასს” 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის”

ჯო ბაიდენი – ,,მე მჯერა, რომ პუტინი მკვლელია და ის “გადაიხდის ფასს” 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის”

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ მან ABC News-ის ეთერში განაცხადა.

ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბრისას, რომელიც აგვისტოში “ნოვიჩოკის” ტიპის საწამლავით მოწამლეს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ კი 2.5 წლით კოლონიაში ჩასვეს, ტელეარხის ჟურნალისტმა ჰკითხა ბაიდენს, თვლის თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტს მკვლელად?

“კი, ვთვლი”, – უპასუხა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ მას  “სული არ აქვს”. ბაიდენის თქმით, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა: “ჩვენ ერთმანეთის გვესმის”.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის “საფასურს გადაიხდის”.

“მალე დაინახავთ, როგორ მოხდება ეს”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!