TaoNews.Ge

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის მძიმე გაგრძელება- წვევამდელებს ვიდეოებს უღებდნენ და აშანტაჟებდნენ

სკანდალური ამბის უმძიმესი გაგრძელება – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელებს, რომლებსაც საპირფარეშოების ხეხვას აიძულებდნენ, ამ ყველაფერს მეთაურები ვიდეო კამერით იღებდნენ და შემდეგ აშანტაჟებდნენ.

წამების, არაადამიაურ და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ბრალს ერთ საათზე ნაკლებ დროში გააცნობენ.

უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი, ვერ ადასტურებს არის თუ არა საქმეში ვიდეო კადრები, რადგან მაგდა კოტრიკაძეს მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.

“დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცვლის უფროსი ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. დღეს მოხდება ბრალის წარდგენა. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას.

ამ ადამიანს მისი თანამდებობიდან გამომდინარე არ შეეძლო მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება – გათავისუფლება, წახალისება, დასჯა თუ სხვა.

რაც შეეხება მისი ტელეფონის გამოყენებას და კონკრეტულად რამდენ ეპიზოდზეა საუბარი, ეს დღეს გვეცოდინება. ჩვენ სამის მასალები არ გადმოგვცემია და შესაბამისად, დეტალები ჩვენთვის უცნობია”- ამბობს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძემ.

წყარო : ალია

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!