TaoNews.Ge

ჯანმო-COVID-19-მა მეორე მსოფლიო ომზე უფრო მასშტაბური გავლენა იქონია

COVID-19-მა იმაზე უფრო ფართო მასშტაბის ტრავმა გამოიწვია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა და ეს გავლენა მრავალი წელი გასტანს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

”პანდემიის გავლენას თითქმის მთელი მსოფლიო განიცდის, ამით თითოეული ადამიანი დაზარალდა”, -განაცხადა გებრეისუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემია გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა  განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის “მწვავე ფაზაში” იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!