TaoNews.Ge

ჯაბა კანკავა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს

ჯაბა კანკავა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა,შესაძლოა საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Lequipe-ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ფრანგულ „ვალენსიენს“ შეუერთდა და კლუბში საკუთარი ადგილის დამკვიდრება ძალიან მოკლე დროში მოახერხა.

გასულ თვეში ჯაბა კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, თუმცა შესაძლოა სწორედ მისი ფრანგული კარიერა გახდეს მთავარი დაბრკოლება სანაკრებო მატჩებისთვის.

საქმე საფრანგეთის „ლიგა 1“-ის და „ლიგა 2“-ის კლუბების გუშინდელ განცხადებას ეხება, სადაც ნათქვამია რომ, კლუბები თავს შეიკავებენ მარტის სანაკრებო პაუზის დროს იმ ფეხბურთელების გაშვებისგან, ვისი ნაკრებებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. მიზეზად კი ქვეყნებს შორის სამედიცინო პროტოკოლების მკვეთრი სხვაობა მოიყვანეს.

საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, 25 მარტს შვედეთთან სტუმრობით დაიწყებს.

მალევე, 28 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანეთს ვუმასპინძლებთ, ხოლო 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებთან გასვლითი შეხვედრაა ჩანიშნული.

დიდია ალბათობა, რომ აღნიშნული შეხვედრები, „ჯვაროსნებმა“ ჯაბა კანკავას გარეშე ჩაატარონ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!