TaoNews.Ge

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცირე ინციდენტი მოხდა

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცირე ინციდენტი მოხდა

სუს-ის ინფორმაციით ხურვალეთის სასაფლაოს მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ დე ფაქტო ცხინვალის მილიციის თანამშრომლებთან ერთად ნასვამი მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მათ ხურვალეთში დაკრძალული ახლობლების საფლავებზე გასვლა უნდოდათ.

სუს-ში განმარტავენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთავთ.

„მოგვილოცეს გუშინდელი დღე და გატრიალდნენ, წავიდნენ. შეეშინდათ ჩვენი პოლიციელების. სხვა არაფერი იყო. ოთხნი იყვნენ“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები კახა კუტულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!