TaoNews.Ge

ხობში მოჭიდავეებმა პოლიციელებს სცემეს – არიან დაკავებულები

ხობში მოჭიდავეებმა პოლიციელებს სცემეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი. მათგან ორი მსოფლიო ჩემპიონია. მათ შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო პრიზიორი, ნუგზარ წურწუმია. დაპირისპირება ხობის ცენტრში მოჭიდავეებს შორის დაიწყო, სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რასაც სპორტსმენების გაღიზიანება მოჰყვა. მათ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია იძულებული გახდა, მოჭიდავეები დაეკავებინა. დაკავებულების ნაწილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ნაწილს კი – წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!