TaoNews.Ge

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხვიჩა კვარაცხელია, მისი ოჯახის წევრები და საცოლე საპატრიარქოში მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დღეს მისთვის „ყველაზე ბედნიერი დღე იყო“ (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს მისთვის „ყველაზე ბედნიერი დღე იყო“.

„ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს იმიტომ, რომ უწმინდესს შევხვდი. ძალიან დიდი მადლია ეს და ძალიან ემოციურად ვარ იმიტომ, რომ ასე ახლოს მომიწია უწმინდესის ნახვა, თან, მით უმეტეს, საიუბილეო თარიღებია უწმინდესისთვის. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ მიგვიღო – ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს.

რა თქმა უნდა, უწმინდესს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება. მეორედ შევხვდი. პირველად მომეცა ზუსტად აქ შეხვედრის უფლება, მაგრამ ასე ახლოს არ მომიწია მისვლა და როცა დღეს მას ვემთხვიე ხელზე, ჩემთვის ალბათ ყველაზე ბედნიერი დღე იყო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის“, – უთხრა ხვიჩა კვარცხელიამ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!