TaoNews.Ge

“დასავლეთი ჩემთვის მტერია, როცა ის გვეპყრობა, როგორც პროვინციას” – რობერტ სტურუა

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან – რობერტ სტურუა

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები.

ეს ის ხალხია, რომელმაც 1937 წელი შექმნა… თქვენ იცით, რა წერილები დაიწერა ჯავახიშვილის, ტაბიძის წინააღმდეგ. ესენი მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. 5 წელი გავა და შერცხვებათ, მაგრამ ხელმოწერები ხომ დარჩება? თუ დარჩებათ სინდისი, ძალიან ინანებენ.

ნიჭი კომპრომისს ვერ ეგუება, თუ რაღაც კომპრომისი ჩაიდინე, ნიჭი პატარავდება და პატარა კურ**ად იქცევა. ესენი აბრალებენ გალაკტიონს, რომ სტალინზე ლექსი დაწერა. ასეთი ლექსი ბელადზე ახლა ვერცერთმა ვერ დაწერა. გალაკტიონმა სტალინს ლეგიონი უწოდა და ლეგიონი არის სატანის სახელი.
ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!