TaoNews.Ge

ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, სადაც 27 წლის ექთანს, ვაქცინა გაუკეთეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა

ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, სადაც 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაუკეთეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. მათ აინტერესებთ რა ღონისძიებები გაატარა ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ექთანი კომაში ჩავარდა.

კლინიკური დირექტორი, მზია კაკოშვილი ამბობს, რომ ექთანს ყველა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მისივე მტკიცებით, იცის, რომ ექთანი არც ინფიცირებული იყო, თუმცა ტესტი არ გაუკეთებია.

“ადრენალინი გაუკეთდა, როგორც კი ჩივილი თქვა პაციენტმა. კორონავირუსზე რატომ უნდა ჰქონოდა ტესტი აღებული, არ იყო ინფიცირებული, არც გადატანილი არ აქვს, ვიცი”, – თქვა კლინიკურმა დირექტორმა, მზია კაკოშვილმა. 

კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ყველაფერი ჩატარდა პროტოკოლის მიხედვით, გადაუდებელი რეანიმაცია კი დაყოვნების ოთახში დაიწყო. მისი თქმით, 2 თანამშრომელს ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ექიმები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამოვლინება ძირითადად კორონავირუს გადატანილ სამედიცინო მუშაკებს აღმოაჩნდათ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!