TaoNews.Ge

წალენჯიხაში კაცს ბზიკმა უკბინა | ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

წალენჯიხაში კაცს ბზიკმა უკბინა | ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბზიკმა უკბინა. 53 წლის კახა ზარქუა ნაკბენიდან 15 წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ცნობილი ხდება, რომ კახა ზარქუა ბიძას ფუტკრის ოჯახებად დაყოფაში ეხმარებოდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა. მას ნაკბენი საფეთქელის არეში აქვს. როგორც “მთავარი არხისთვის” გახდა ცნობილი, კაცმა დაახლოებით 5 წუთში შემცივნება იგრძნო და ნემსის გაეთება მოითხოვა, თუმცა, სანამ მას მედიკამენტი მიუტანეს, მდგომარეობა დამძიმდა, კომაში ჩავარდა და სასწრაფოს მისვლისას გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე ოჯახის მოთხოვნით არ გადაუსვენებიათ.

წყარო -მთავარი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!