TaoNews.Ge

ცხინვალში დაპატიმრებული სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი გაათავისუფლეს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე გათავისუფლებულია. ალან ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი იყო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,   საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება ევროპული სადამკვირებლო მისიების ჩართულობით მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.
პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ალან ჯაფარიძე რუსმა ოკუპანტებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2021 წლის 10 იანვარს დააკავეს, თუმცა,  ინფორმაცია დაკავების შესახებ ცხინვალის რეჟიმმმა მხოლოდ 2021 წლის 21 აპრილს გაასაჯაროვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!