TaoNews.Ge

ჭყონდიდის ეპარქიაზე თავდასხმისთვის პეტრე ცაავა პასუხისგებაში უნდა მიეცეს (ვიდეო)

“ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილია-მიტროპოლიტი პეტრე

“ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილია, სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაკვეთით დაწერილი”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა მიტროპოლიტი პეტრე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილს, რომელიც ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს გუშინ გაუგზავნა.
 მეუფე პეტრემ “თაიმერთან” საუბრისას აღნიშნა, რომ წერილი უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს გაიგზავნა, რასაც მიტროპოლიტი დამატებით, შეურაცხმყოფელად თვლის.
 “ცრუპატრიარქის მორიგი “კაგებეშნიკური” წერილია, სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაკვეთით დაწერილი. წერილი დათარიღებულია 25 მარტით, რუსეთის იმპერატორის მიერ, უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რაც დამატებით შეურაცხმყოფელია. ვიმედოვნებთ, რომ როგორც ბოროტი ადამიანების მიერ ჯვარცმული ქრისტე აღსდგა და გაბრწყინდა მთელს დედამიწაზე, ასევე სიმართლე გაბრწყინდება ჯვრისმტვირთველ ივერიის ეკლესიაში, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ეკლესიის მართვის უფლება დაფუძნებული იყოს სიცრუეზე, ძალადობაზე და უკანონობაზე”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.
 წყარო: “თაიმერი”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!