TaoNews.Ge

“ცეცხლს ვეთამაშებით ! გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა”  – თეა გოდოლაძე

“ცეცხლს ვეთამაშებით ! გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა” – თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძე  სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ  მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსულმა მეწყერმა სახე იცვალა.

„მეწყერის ტანზე ამოვედით, რათა დაგვეთვალა აჩქარება. ფაქტობრივად აზრი აღარ აქვს აჩქარების დათვლას, იმდენად შეცვლილი სურათი დაგვხვდა დღეს. მთლიანად ჩავარდნილია, ნაპრალის შუა ნაწილი.

ეს კი ნიშნავს, რომ პროცესი აჩქარებულია. გუშინ წვიმა იყო და ნებისმიერი წვიმა უკვე ამ პროცესს დააჩქარებს.

მე არ ვიცი ვის და რის იმედად მუშაობს „თიბისის“ სამშენებლო კომპანია. რის იმედად და რატომ ვიგდებთ ამ სიტუაციაში თავს, ცეცხლს ვეთამაშებით“? – კითხულობს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, დღეს გერმანელმა ექსპერტებმა პირველი დღეს დასკვნა გააცნეს საზოგადოებას. მათი თქმით, არ არსებობს პრობლემის გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!