TaoNews.Ge

პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის უფლებას – გადაწყვიტოს საკუთარი ბედი: ჩინეთი მზად არის “თალიბანთან” მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარება განაგრძოს

ჩინეთმა უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის შემაჯამებელი ორი პუნქტი “შეთანხმებული იყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა”. G20-ის დოკუმენტში გაკრიტიკებული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

დოკუმენტში უმკაცრესი ფორმით არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ზარალი, რაც ასევე ამძიმებს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს.

ასევე ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ან მასთან დაკავშირებული საფრთხე ყოვლად დაუშვებელია.

მოსკოვში აცხადებენ, რომ „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა „დიდი ოცეულის“ „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

საუბარია დრონებსა და საბრძოლო მასალებზე, თუმცა, უილიამ ბერნსის თქმით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხს, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „სიენენმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? ვერაფერი დავინახე გეგმაში, რაც მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ხელსაყრელი იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა, თუკი ჩინეთის გეგმა შესრულდება”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა ცალსახად უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს და მას ირაციონალური უწოდა.

„იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას ომის შედეგზე, რომელიც უკრაინისთვის სრულიად უსამართლო ომია, უბრალოდ ირაციონალურია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.

ცნობისთვის, გუშინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული” და “ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!