TaoNews.Ge

არჩევნებზე უარეს შედეგს ველოდი, მაგრამ ალბათ ითამაშა თავისი როლი ჩემი შვილის აქ ყოფნამ – გიული ალასანია

„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა, შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და როდის შეძლებენ ისინი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.

ამასთან, ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. 

„სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები, უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს.

მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზედაც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!