TaoNews.Ge

ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას – რომის პაპი

ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას – რომის პაპი

რომის პაპის განცხადებით, ტერორიზმის, ომისა და ძალადობის შავმა ღრუბლებმა მოიცვა ერაყი, ტანჯვა მიადგა მის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი იეზიდების საზოგადოებას. ერაყში ვიზიტის ფარგლებში, პაპი ესტუმრა უძველეს ადგილს, ურს, რომელიც წმინდა მამამთავრის, აბრაამის დაბადების ადგილად მიიჩნევა. პაპი აქვე დაესწრო სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრას. რომის პაპმა იეზიდებისა და სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის ილოცა.

„მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო სახლის დაცვა მტაცებლური მიზნებისგან. მოდით ვილოცოთ, რომ სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება ყველგან აღიარებული და პატივცემული იყოს. ეს არის ფუნდამენტური უფლებები,” – განაცხადა  პაპმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!