TaoNews.Ge

“ჩვენი ხელისუფლება ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას”- პრემიერი

“ჩვენი ხელისუფლება ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას”- პრემიერი

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.” – პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

3 მაისი თავისუფალი პრესის დღეა

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა და მაშინ, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელება უმთავრეს გამოწვევად იქცა, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

“მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისათვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ჩვენში კონსტიტუციითაა გარანტირებული.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ.

ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში.” – წერს “ფეისბუქში” პრემიერი.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, 3 მაისს, 1994 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!