TaoNews.Ge

ბოლო ინფორმაცია კომაში  მყოფ ექთანზე- “ნებისმიერ მომენტში შეიძლება  დასრულდეს გულის გაჩერებით”

ბოლო ინფორმაცია კომაში მყოფ ექთანზე- “ნებისმიერ მომენტში შეიძლება  დასრულდეს გულის გაჩერებით”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განცხადება გააკეთა, ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომ კომაში ჩავარდნილ პაციენტზე და აღნიშნა, რომ დადებითი კლინიკური პარამეტრები აღარ არსებობს. პაციენტის მდგომარეობა  კრიტიკულია.

“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა  კრიტიკულია! კლინიკურად სახეზე  გვაქვს გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული  მდგომარეობა გამოწვეულია  სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკის არსებობით.

გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამატრებში  აღარ გაგვაჩნია.  ჩვენდა სამწუხაროდ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება  დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ”- განაცხადა რატიანმა

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!