TaoNews.Ge

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს “ამაზრზენები” უწოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს “ამაზრზენები” უწოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს “ამაზრზენები” უწოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უნგრეთში მიღებული ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონზე საუბრობდა.

პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ შეუძლია გაუგოს გეებს, ლესბოსელებს და ა.შ. მაგრამ არ ესმის ტრანსსექსუალების. მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს მისთვის ამაზრზენები უწოდა.

რაც შეეხება უნგრეთის მიერ მიღებული კანონის კრიტიკას, ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უხეში პოლიტიკური შეცდომაა. მანვე უნგრეთის პრემიერის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა დაეთანხმოს უნგრეთის ამ გადაწყვეტილებას ლგბტ თემთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!