TaoNews.Ge

“ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად” – გვარამია

“ჩემ წინააღმდეგ ტერაქტია დაგეგმილი” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიკა გვარამიას თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისვლა  მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია.

– საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება გამოკითხვა. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს შეიძლება იმდენად იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაცა სახის, უბრალოდ, გამოჩნდება. გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობა და მათ შორის, ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!