TaoNews.Ge

„შეყვარებული ტურისტის“ მკვლელობის საქმე – რა კომენტარს აკეთებს სააკაშვილი

ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ზედმიწევნით შევასრულებ – მიხეილ სააკაშვილი

„ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლაზე და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია.

ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა, მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივად, რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება, ამიტომ ეს არჩევნები მაინც ჩატარდება.

მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ.

ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ ბოლომდე ვიბრძოლებთ არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამოძმეები, ლიდერები რომლებიც მართლაც ინარჩუნებენ, მთელი ეს პერიოდი, ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.

ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, დიდიხანი ვიცადეთ ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, ჩვენ წავალთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეს წელი არის გამარჯვების წელიწადი”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!