TaoNews.Ge

“ჩემი საშინელ მონსტრად გამოყვანის ტენდენცია გაგრძელდა” – მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან პრესკონფერენციაზე საუბრობს და აცხადებს, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება დიაკვნებისთვის მსახურება შეეჩერებინა.

მეუფე სტეფანეს თქმით, მოვლენები, რომელიც ეპარქიაში განვითარდა, მისგან პროვოცირებული არ იყო და ამას ვერავინ დაასაბუთებს.

„ერთი რამე შემიძლია გითხრათ ვერავინ ვერ მეტყვის და ვერ დამისაბუთებს, რომ სადმე რომელიმე ეპიზოდში ვინმესთან აგრესიულად მივედი ან კიდევ სიტუაცია, რომელიც გადმოცემული იქნა, ჩემგან იქნა პროვოცირებული. მივყვეთ თუნდაც თანმიმდევრულად.

რაც შეეხება დიაკვნების საკითხს, რითაც ყველაფერი დაიწყო. რა ვთხოვე დიაკვნებს? თავისი მოვალეობის შესრულება. დიაკონი არის იმისთვის, რომ იმსახუროს ეკლესიაში და დიაკონოს ეკლესიაში მსუხურება პირველ რიგში არის ეპისკოპოსთან მსახურება. პირველად მოვედი და არცერთი დიაკონი არ დამხვდა. აღმოჩნდა, რომ 5 დიაკონი ყოფილა.

როცა მოვიწვიე, ორი დიაკონმა თქვა, რომ ვიმსახურებთ ერთად, კიდევ ორმა დიაკონმა კატეგორიული უარი თქვა, ერთმა თქვა, რომ ავად არის და რაღაც პირობებს მიყენებდა. აქედან გამომდინარე ის ვინც კატეგორიულად უარს ამბობდა, ხანგრძლივი შეგონების შემდეგ მომიწია, რომ მათ მიმართ მსახურება შემეჩერებინა. სხვა გზა არ დამიტოვეს. ვერ გავიგე რა უნდოდათ და რა უნდათ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

ამასთან, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ მისი მონსტრად გამოყვანის ტენდენცია გაგრძელდა.

მეუფე სტეფანე ხაზგასმით აცხადებს, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ის „საშინელ მოსტრად“ გამოიყვანა.

„სხვათაშორის ჩემი მონსტრად გამოყვანის ტენდენცია მერეც გაგრძელდა. სინამდვილეში მხოლოდ კრება ჩავატარე და მეტი არაფერი. ჩემგან არანაირი აგრესია არ ყოფილა“, – განაცხადა მეუფემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!