TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.

“ჩემთვის უინტერესოა, რას იტყვის მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი” – ირაკლი ღარიბაშვილი

“კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის ევროპაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. მათი განცხადებები, ჩემთვის პირადად, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. …მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები, ამერიკაშიც, ევროპაშიც, ევროპარლამენტარებს ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ ექსპერტებს, შეგახსენებთ, რომ არა ამ ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოსავლებიდან.

შესაბამისად, ეგ ჩემთვის ძალიან მარტივი ასახსნელია, მაგალითად, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!