TaoNews.Ge

საპატრიარქო არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც ქრისტიანობასთან არავითარი შეხება არ აქვს-ზურაბ ჯაფარიძე

ჩადი უკრაინაში და თქვი რომ, დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ ჩვენთან მოხდა – ჯაფარიძე ღარიბაშვილს მიმართავს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას, ჩავიდეს იქ და თქვას, რომ ის, რაც ახლა ხდება, საქართველოში იგივე 2008 წელს მოხდა.

“გერბზე რომ გვიწერია ‘ძალა ერთობაშია’, ეგ მარტო ჯოკერში ‘პარა-პარაზე’ ვრცელდება?
ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება რაც 2008-ში აქ მოხდა
მიუხედავად ყველაფრისა ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი
და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე
მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს
განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში
ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს
მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა
ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს” – წერს ჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!