TaoNews.Ge

“იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ” – შოთა არველაძე თბილისის მერობის კანდიდატურაზე

შოთა არველაძე – “ბედნიერი ვარ ჰალში მწვრთნელად დანიშვნის გამო”

ჰალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საშუალება მომცა, რომ “ჰალის” მწვრთნელი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო სექტორშია, ინგლისში მუშაობა სურს… ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს.

ძალიან მოტივირებული და “დამშეული” ვარ, რათა ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენი გუნდი ერთგვარი მიქსია, სადაც გამოცდილი, ასევე კრეატიული და ნიჭიერი ტალანტები თამაშობენ.

მიყვარს მიმზიდველი შემტევი ფეხბურთი… როდესაც გულშემატკივარი მოედანზე მოდის, მას ლამაზი თამაშის ხილვა სურს. მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება
იქნება.

მოუთმენლად ველი მატჩს “სუონსისთან” და ჩვენს ფანებთან შეხვედრას. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და უგულშემატკივრონ კლუბს, რომელიც უყვართ და ბიჭებს მხარი დაუჭირონ.

მოდით, ეს გავაკეთოთ და ერთად გავიმარჯვოთ”, – ამბობს არველაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!