TaoNews.Ge

შინაგან საქმეთა სამინისტროზე შეტევა განხორციელდა

“კიბერუსაფრთხოება ძალიან პრობლემატური თემაა და კიდევ ერთხელ რამდენიმე დეპუტატის კითხვა იყო ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, ძალიან ძნელია, ეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და გამოწვევა. რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევა, თუმცა მადლობა ღმერთს მოვიგერიეთ, ვერ შემოაღწიეს და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების სამსახურს და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ტრიბუნიდან. ასეთ გარე შეტევები სახელმწიფო უწყებებზე, ზუსტად უსაფრთხოების სამსახური იგერიებს და მადლობა მინდა ვუთხრა მათ”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!