TaoNews.Ge

“შენიშვნას  ნამდვილად არავისგან მივიღებ”-კახა კახიშვილი

“შენიშვნას  ნამდვილად არავისგან მივიღებ! თუ ვინმეს აქვს სასაუბრო გუნდია  და ჩევულებრივდ შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილით, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ელემენტალური შესაძლებელი იყო დარეკვა და კითხვა რა მოხდა” –   უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურა.

“სამწუხაროა როცა კოლეგები განცხადებას  და შეფასებას აკეთებენ კომენტარზე,ისე  რომ არ მოუსმენიათ განცხადება და  მხოლოდ სათაურები აქვთ წაკითხული.

ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე და სხვა კოლეგებიც უფრო ფრთხილები იყვენენ, მაგრამ, მე რომ ვყოფილიყავი ირაკლი კობახიძის ადგილას , პირველ რიგში მოვისმენდი რა თქვა ჩემმა გუნდის წევრმა და შემდგომში შევაფასებდი. კიდევ კარგია თვითონვე აცხადებენ რომ ჩემთვის  დიდ პრობლემას თანამდებობა არ წარმოადგენდა და არც წარმოადგენს.

კახიშვილის განცხადებით, გუნდის მხრიდან იყო შეთავაზებები, რომელსაც სხვადასხვა  მიზეზების გამო  არ დათანხმდა.

“დიახ, იყო შემოთავაზება, ეს არის გუნდის საკითხი ,სხვადასხვა  მიზეზების გამო მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდი,თუმცა ეს გუნდის საკითხია, გუნდში ვილაპარაკეთ ამის თაობაზე, არ მეგონა ირაკლი კობახიძე ამაზე ისაუბრებდა.

ჩემთვის ლიდერშიფი არსებობს გუნდურობა და  მე პირადად კერპი არ მყავს. ამიტომ  მე ერთ რამეს გეტყვით, შენიშვნას  ნამდვილად არავისგან მივიღებ! თუ ვინმეს აქვს სასაუბრო გუნდია  და ჩევულებრივად შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილით, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ელემენტალური შესაძლებელი იყო დარეკვა და კითხვა – კახა ასეთი საკითხი დაისვა ჟურნალისტების მხრიდან და რა მოხდა,  გუშინ რა თქვი ისეთი- ჯერჯერობით ასეთი ზარი არ განხორციელბულა.გამორიცხვით ნამდვილად არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ადამიანები ხელს აწერენ და ფიქრობენ, რომ მთელი ცხოვრება ერთად იცხოვრებენ და შემდეგ არ ცხოვრობენ“, – განაცხადა კახიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!