TaoNews.Ge

დადეთ ერთი კადრი, სადაც ვინმეს ზედმეტი ვაკადრე!!! დადეთ ერთი კადრი, სადაც ჟურნალისტური ეთიკა დავარღვიე!!!- ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია

შეგრცხვებათ, რომ ამ პუტინის მონებს აპრავებთ, თავზე ხელს აფარებთ!!!-წერს ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია

,,ახლა, აქ მორალისტები ნუ შემოხტებით და უმჯობესია ყველამ მის საქმეს მიხედოს!!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, ალბათ, ხვდებით, რომ უკან არაფერზე დავიხევ და ამიტომ, კეთილი ინებეთ და შესაბამისად მოიქეცით.
ხო, და კიდევ ერთი რამდენიმე ჩემი “კოლეგის” საყურადღებოდ _ რაც გინდა წერეთ და იკითხეთ, მართლა არაფერი დამაკლდება მე მაგით. უბრალოდ, ძალიან მალე დადგება დრო, რომ შეგრცხვებათ!!! შეგრცხვებათ, რომ ამ პუტინის მონებს აპრავებთ, თავზე ხელს აფარებთ!!! ეს რად გიღირთ არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველაფერი არ უნდა იკადროთ!!!
ამ თემაზე ეს ჩემი ბოლო განმარტებაა და არ ვაპირებ ახსნა_ განმარტებას!
საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია და რაც არ უნდა კამპანია დაგეგმოთ, ააგოროთ და განახორციელოთ, ამ.მოცემულობას ვერავინ შეცვლის!!!
ხო, ისე, ეს კინო მე ნანახი მაქვს და ზუსტად ვიცი როგორც მთავრდება!!!”-წერს ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!