TaoNews.Ge

“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა

შარლ მიშელი – უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ეხმაურება:

„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებას გააკეთებენ ერთიანობით, მტკიცედ და სოლიდარობით“, – დაწერა მან ტვიტერზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!