TaoNews.Ge

“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა

შარლ მიშელი ბათუმში ჩამოვიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მას ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!