TaoNews.Ge

„აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ სად ხართ, დაიხოცეთ?“ – ნათელაშვილი 

შალვა ნათელაშვილის აზრით სოციალურად დაუცველებმა არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ

თუ ადამიანი ბომჟად ეგდო ქუჩაში, ბრიტანეთში არჩევნებში ხმას ვერ აძლევდა… იქნებ სოცდაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ახლა იმის ჩიტია ივანიშვილი, რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს და ასეული მილიონი დახარჯოს, მეკიტრე, მეკარტოფილე და ქრთამისტ ამომრჩეველზე. ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ იმ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. კიტრს რომ აიღებს, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ იყო, რომ მე-20 საუკუნეში ბრიტანეთსა და ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნების ქონებრივი ცენზი არსებობდა. თუ ადამიანი ბომჟად ეგდო ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილოებას. იქნება ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები. ამათი კიტრი და კარტოფილისგან დავისვენოთ. დაისვენონ, არ მოვიდნენ და მოვიდნენ ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის და ხმის გაყიდვა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!