TaoNews.Ge

შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში შევიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა მალევე დატოვა რუსული წყლები.

“Defender-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით,  გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა.

შემთხვევის შემდეგ რუსულმა მხარემ ბრიტანეთის ატაშე გამოიძახა.

ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში 14 ივნისს შევიდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!