TaoNews.Ge

დმიტრო კულება – ომში უკრაინის გამარჯვება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა და არა 24 თებერვლამდე პოზიციებზე დაბრუნება

შავი ზღვა, ისევე როგორც ბალტიისპირეთი, ნატოს ზღვა უნდა გახდეს – კულება

„ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებული იქნება.

„საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა… მოსკოვი ერთი მეორის მიყოლებით სასტიკ თავდასხმებს ახორციელებდა“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, დასავლეთს შავი ზღვის სტრატეგია არ ჰქონდა, რუსეთის კი, ყოველთვის ჰქონდა აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული გეგმები.

„როდესაც 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს კარი მიიხურა, რუსეთმა გადაწყვეტილებას ორივე ქვეყანაზე თავდასხმით უპასუხა“, – აცხადებს კულება.

მისი თქმით, ვილნიუსში ნატოს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, იმისთვის რომ გამოსწორდეს წარსულის შეცდომები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!