TaoNews.Ge

ყაზახეთი უცხოელებზე მიწის გაყიდვას და იჯარით გადაცემას კანონით აკრძალავს

ყაზახეთი უცხოელებზე მიწის გაყიდვას და იჯარით გადაცემას კანონით აკრძალავს

,,ყაზახეთი უცხოელებზე მიწის გაყიდვას და იჯარით გადაცემას კანონით აკრძალავს” აღნიშნული განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭოს მეხუთე სხდომაზე გააკეთა.

ჩვენი ხალხისთვის მიწის საკითხი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველი და წმინდა სიმბოლოა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ყაზახეთის მიწაზე უცხოელებზე არ იყიდება. ჭორებს ამ საკითხზე ბოლო უნდა მოეღოს. მე მივიღე შემდეგი კონკრეტული გადაწყვეტილებები. უპირველეს ყოვლისა, ვავალებ კანონმდებლობით აიკრძალოს უცხოელებზე და უცხოურ იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიწის გაყიდვა და იჯარით გაცემა. ეს ეხება იმ იურიდიულ პირებსაც, რომლებშიც უცხოელებს აქვთ წილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზუსტად ამ საკითხზე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტი”, – განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!