TaoNews.Ge

პოზნერისთვის საქართველო ერთი დიდი სახინკლეა – თინა ხიდაშელი

“ღირსეული პარტნიორი დაიწყო საქართველოში და მართალია, მინისტრიც კი არ ესწრებოდაო?”-თინა ხიდაშელი

“ღირსეული პარტნიორი დაიწყო საქართველოში და მართალია, მინისტრიც კი არ ესწრებოდაო?” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

#NoblePartner დაიწყო საქართველოში და მართალია მინისტრიც კი არ ესწრებოდაო, პრემიერზე არაფერს ვამბობ და ინფო სრულიად მინიმალურიაო?

ვუარობ მარა სინამდვილეში როგორაა ეგ ამბავი?

ესეც ომი გინდათ სცენარიდანაა თუ ამერიკის დავერბოვკებულზე ის მოგონილია და უტყდებათ? მე მაპატიეთ ჟარგონისთვის.

საქმეში გაცნობიერებული ხალხი კითხულობს შეწუხებული, – წერს თინა ხიდაშელი. 

მანამდე კი თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა.

“სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ” – დაწერა უწყებამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!