TaoNews.Ge

ღაზას სექტორი ისრაელის ქალაქებს უტევს – ნასროლია 100 რაკეტა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ცენტრალურ ქალაქებში სირენების ხმა ისმის – ღაზადან ისრაელის მიმართულებით, თელ-ავივს, აშკელონსა და ბერშევაში სარაკეტო შეტევები დაიწყო. THE Times OF ISRAEL-ის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, ორშაბათის შემდეგ ღაზადან მათი მიმართულებით ჯამში 1 369 რაკეტა გაუშვეს. საერთო ჯამში, 1 031 ისრაელში დაეშვა, მათ შორის 264 დასახლებულ მხარეში.

ისრაელმა ღაზას საზღვარზე დამატებითი ძალები გაგზავნა. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია, 480-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელში დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!