TaoNews.Ge

ქუთაისი  აია – ოსვენციმი  ხდება-ანზორ გვეტაძე

ქუთაისი  აია – ოსვენციმი  ხდება-ანზორ გვეტაძე

ქუთაისი  აია – ოსვენციმი  ხდება აცხადებს –   ქუთაისელი მხატვარ დიზაინერი ანზორ გვეტაძე რომელიც ქუთაისში არსებულ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე განგაშს სცემს :

,,მოგეხსენებათ ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს, ინფორმაციებიც ამ ქალაქის მომწამვლელ მეტალო გადამამუშავებელ ქარხანა  ,,AMBICON STEELS” აქედან, „ნაცნობობით“ თუ გამოდის, თორემ იქაურობას იმოდენა ტაბუ ადევს, რომ ქალაქის ყველა კუთხიდან „სჩანს“ (ყნოსვით). ერთმა ჩემმა ახლობელმა რომელიც მანდ მუშაობდა მითხრა, მიწის სინჯებზე სასწაული მომწამვლელი უბედურებები დაფიქსირდა და მომთხოვეს ხელის მოწერა, ვითომ ანალიზები ნორმას შეეფერებოდაო. არ მოვაწერე და მერე იძულებული გამხადენ წამოვსულიყავიო. პირდაპირი მნიშვნელობით სუნთქვის შემკვრელი მწარე მაღრჩობელა კვამლია, თანაც ჩუმად, ქურდულად და საღამოობით ან ღამე რთავენ ხოლმე, ალბათ დღის სინათლეზე კარგად რომ არ გამოჩნდეს. ნათქვამია: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ და გვპარავს ჟანგბადს ერთია და გვწამლავს დამატებით. ქარხანა. ერთი შეჩერება კი შეჩერდნენ გარკვეული პერიოდი, ალბათ ქართველ მფლობელებზე გადაბარების პერიოდში. (ადრე ინდოელების იყო, ახლა არავინ იცის ვისია) მაგრამ რამოდენიმე წელია ისევ განაახლეს მუშაობა. ჭორებს კი ჰყრიან აღარ მუშობსო, მაგრამ ქუთაისელებს ფიწი გვწამს და ბოლი (მაინც ქე) გვაღრჩობს. ქარხნის მესვეურები თვალს ეფარებიან და საღამოობით გვიან მუშაობენ, თუმცა სუნს როგორ დაგვიმალავენ?! არავინ იცის ვინაა მმართველი, მთავარი ინჟინერი, მთავარი ტექნოლოგი და ა. შ. რიგითი მუშებიც, რომელთა ნაწილიც ამ მოწამლულ უბნებში ცხოვრობს იგივე პასუხს მცემენ, არ ვიცითო. ცხადია ისინი ჰაერის მოწამვლას აღარ დაგიდევენ, ოღონდ კი სამსახური არ დაჰკარგონ და მათთვის ჰაერზე არანაკლებ საჭირო ხელფასი აიღონ ოჯახის გამოსაკვებად, ერთ-ერთმა მათგანმა (ჩემმა ნაცნობმა) ტექნოლოგიური პროცესის დარღვევაზე ამოიღო ხმა და იძულებული გახადეს სამსახური დაეტოვებინა. ქარხანა ჯართის გადამამუშავებელია, „არმატურას“ ამზადებს და „შეთავსებით“ ქალაქს წამლავს, ჩუმად, ქურდულად და ღამ-ღამობით! ეს ქარხანა შეპირებული „ნაოცნებარი“ 100 ქარხნიდან ერთ-ერთი არ გეგონოთ, ის მიშას წელთაღრიცხვის პირველივე წლებში ამუშავდა და გვწამლავდა გამონაბოლქვით, მოგეხსენებათ ზაფხულში კარგა გვარიანი ხვატი იცის საქართველოში, გამონაკლისი არც ქუთაისია, ჰოდა წარმოიდგინეთ დასაძინებლად დაწოლილი კაცი, ოთახის ღია ფანჯრის წინ, ლოგინში გაუნძრევლადაც ოფლში რომ ცურავს და ღამის პირველი საათიდან იძულებული ხდება ფანჯარა დახუროს, რათა გრილი ჰაერის მაგივრად გარედან შემოსული გამონაბოლქვით არ გაიგუდოს და ურჩევნია ისევ თავისივე გამონასუნთქი ნახშიროჟანგი შთანთქოს. როცა აცივდება და ფანჯრები დახურულია, ხალხი კი საღამოს ეზოში აღარ გამოდის აი მაშინ ხომ იწყება და იწყება „კვამლის ბუმი“! აი ასე გვძინავს იმ ქალაქში და ქვეყანაში, სადაც ფოთლების დაწვა და გუგული მაღრაძის კანონპროექტის მიხედვით სიგარეტის მოწევა აკრძალულია. ავტომობილებს კი ლამისაა ფეხით დასდიონ საკვამურ მილში აპარატების გასაყრელად და გამონაბოლქვის გასაზომად. ასე მიმდინარეობს ქუთაისის მოსახლეობის გენოციდი. გაზეთ „ალიაში“-ც დაიბეჭდა ამ გამონაბოლქვის მომწამვლელობაზე, რომელმაც ბავშვების თმის ცვენაც კი გამოიწვია, მათ სისხლში კი ტყვიის დიდი რაოდენობის შემცველი ელემენტები აღმოჩნდა. თუმცა მოსახლეობაში იმასაც ამბობენ, რომ ქარხანამ სამხარაულის ექსპერტის ცნობა მოიპოვა უვნევლობაზეო. (რომელიც ფილტრებჩართულ გამონაბოლქვზეა ანაღები) ჰოდა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ათასობით მოსახლის პრეტენზიაზე, ყველას გიწვევთ ღამის ქუთაისში, აგერაა ქარხანა და ვისაც არ გჯერათ მაგერ გაქვთ ცხვირი, დასკვნები კი თქვენი ფილტვებისათვის მიმინდვია. მხოლოდ ერთი წუთით დავუშვათ და მომწამვლელი რომც არ იყოს ეს სულთამხუთავი აირი, ფანჯრებდახურული, ხველაატეხილი და ცხვირპირზე ხელაფარებული ხალხის წუხილი და პრეტენზია საკმარისი არ უნდა იყოს აიკრძალოს ეს „აია-ოსვენცემი“?! სხვა რომ არა მარტო თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა სცდება რაოდენობით ოციათასს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი საზღვარგარეთ გაუქცეველი ახალგაზრდა, ბავშვი და ისედაც სხვადასხვაგვარად დაავადებული მოხუცია. ახლა ჩემს ეზოში, რომელიც თაბუკაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზეა, თაბუკაშვილის ქუჩის სახელისა იყო და ამჟამად ჩემი მეზობლის, აგვისტოს ომის გმირის, ფელიქს კაკაურიძის სახელს ატარებს, ღია სპორტული მოედანი აშენდა. კარგ საქმეს რა სჯობს, მაგრამ იქ რომ ბავშვი ირბენს ჟანგბადი დასჭირდება და აქოშინებული ამ კვამლს ჩაისუნთქავს, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობა ხვდებით?! „სულხან-საბას“, „თაბუკაშვილის“ და „ნიკეას“ ქუჩებზე ჩამოწოლილი ეს ნისლის მსგავსი მხუთავი კვამლი, ასევე „ნარარით“ ვრცელდება სოფლებში, გეგუთში, მესხეთში, ბროწეულაში და ასევე იწამლებიან ჩვენს „მამაქალაქ“ „აია-ოსვენცემთან“ ერთად, თავისი ტყვიის შემცველი გაუფილტრავი, სასუნთქი ორგანოებისთვის მწველი შეგრძნებით და ხანდახან რა საკვირველიც არ უნდა იყოს კანალიზაციის მაგვარი მყრალი სუნითაც. ამ ზემოჩამოთვლილ სოფლების უზარმაზარ ტერიტორიებზე მშრომელ ხალხს მწვანილი მოჰყავს, რომლითაც მთელი თუ არა ნახევარი საქართველო მარაგდება და ამ ქარხნის მეშვეობით იწამლება კიდევაც. იწამლება სასმელი წყლის ჭებიც, რომლებიც უამრავადაა ამ მადლიან მიწაზე და ამავე მწვანილის სარწყავად გამოიყენება. ამ უამრავი წყლის მარაგიდანაა ჩვენს კუთხეს „ბაკისუბანს“ რომ ვეძახდით ამდენ ხანს და ჩემდა გასაკვირად ახლა რატომღაც „ვაკისუბნად“ გადაგვიკეთეს. დღეში ალბათ ასი განცხადება-საჩივარი შედის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ქარხანა რამოდენიმე წელია პირდება ფილტრების დაყენებას, მაგრამ მუნიციპალიტეტიც მოტყუებულ-მოწამლულია. ჩვენთან კვამლი ისე „ლამაზად“ ფართოვდება, რომ იქ, იმ შორეულ „ნისლიან ალბიონზე“ გეგონება თავი, თუ ჯერ კიდევ ქუჩაში დარჩენილი და ლოგინამდე ვერ მიღწეული მგზავრის იმერულ კილო-კავზე მომწამვლელების მისამართით წარმოთქმულმა, „შვიდგზის-ლოცვებმა“ არ გამოგაფხიზლათ და ფიქრებში წასული უკანვე იმერეთის „აია-ოსვენცემში“ არ დაგაბრუნათ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!