TaoNews.Ge

ქუთაისელი მოძღვარი, რომელიც კვირაში ერთხელ გაჭირვებულებს პურს უფასოდ ურიგებს

ქუთაისელი მოძღვარი, რომელიც კვირაში ერთხელ გაჭირვებულებს პურს უფასოდ ურიგებს

სოციალურ ქსელში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ფოტო, სადაც ქუთაისელი მამაო მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, პურს უფასოდ ურიგებს. როგორც აღმოჩნდა, საქველმოქმედო აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. მამა ექვთიმე სარალიძის თქმით, ყოველ ორშაბათს, წმინდა პეტრე-პავლეს ტაძართან, პური დილის საათებში (10:00-12:00-მდე) უფასოდ დარიგდება.
“ყოველ ორშაბათს, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძართან, პური ჩვენი არსობისა,”-წერს მამა ექვთიმე.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ეხმაურებიან:
“ვინც არ იცით, მამა ექვთიმე სადაც მსახურობს, იმ ეკლესიაში პანდემიის პირობებში, სანთელი უფასო იყო და შესაწირი ყუთი იყო გახსნილი, სადაც ეწერა: ვისაც გჭირდებათ თანხა, აიღეთ არ მოგერიდოთო”
“ნამდვილად კაცთმოყვარე და უფლის სიყვარულითაა დაჯილდოვებული მამა ექვთიმე. ღმერთმა უშველოს კეთილ ადამიანებს, სიკეთე გადამდებია”
“მამა ექვთიმე ნამდვილად და ცხადად ასრულებს იმ საქმეს, რა მისიაც უხსოვარი დროიდან ჰქონდათ სასულიერო პირებს. ასეთ ადამიანებზე იდგა ჩვენი ეკლესია უხსოვარი დროიდან”
“ეს მამაო ვარდიგორას სამების ტაძარში მოღვაწეობს, სადაც სანთელი უფასოა და ტაძრის მცირედ შემოწირულობასაც კი გაჭირვებულებს ურიგებს. საოცარია, უანგარო თავდაბალი და მადლიანი მამაო. ბედნიერი ვარ რომ მისი სულიერი შვილი მქვია,”-წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამა ექვთიმე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია და პოზიციას საჯაროდ აფიქსიებს. ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს გასაღები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დევს, ამიტომ საოკუპაციო საზღვრებთან საგანგებო პარაკლისებს პერიოდულად ატარებს.
 
მასალა მომზადებულია ქეთი გელაშვილის მიერ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!