TaoNews.Ge

“დეგრადირებული საპატრიარქოს დამცველები ხართ ნაგავი და მონური სულის საცოდავი პრიმიტივები”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ქუთაისელებო, გააგდეთ ქუთაისიდან მიტროპოლიტი იოანე! – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ქუთაისელებს რომ ღირსება ჰქონდეთ, პუტინისტი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი უნდა გამოაგდონ ქუთაისიდან, არ შეიძლება რუსების მიერ ხიშტებით დაჩეხილი და ტომარაში მოგუდული ქუთათელი მიტროპოლიტის, წმ. დოსითეოს წერეთლის ადგილზე ეს ვიგინდარა რუსთმადიდებელი იჯდეს და ბილწავდეს.

საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო რომ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მგონი ამაზე არავინ ჭკუათმყოფელი აღარ დაობს. ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ განვდევნოთ ეს რუსული აგენტურა საქართველოდან, როგორც ჩავრეცხოთ ეს ბინძური განავალი და კანალიზაციას გავატანოთ”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 მარტს, ტ/კ “რიონის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში საუბარი “მოძღვართან”, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ პრორუსული განცხადებები გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული მიმდინარე ომის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!