TaoNews.Ge

ქობულეთში სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ქობულეთში სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ქობულეთში, გაგარინის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ორივე მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!