TaoNews.Ge

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები საჯაროდ აიცრნენ

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები საჯაროდ აიცრნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

პაატა იმნაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – განაცხადა პაატა იმნაძე ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.

“პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70 % აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია“, – აცხადებს ეზუგბაია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კოლეგებს მოუწოდა, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!