TaoNews.Ge

კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფო ხუნწარია ,,ფორმულას” წამყვანია

“ქართული ოცნება” თქვენ ხართ მკვლელები, არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია

“ქართული ოცნება” თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას.”- წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “მე-17 სართული”-ს წამყვანი სოფო ხუნწარია.

მისი ინფორმაციით, დავით ტურაშვილი, რომელიც მათი გადაცემის სტუმარი იყო, ცუდად გახდა იმ დეზინფორმაციის გამო, რაც მასზე გავრცელდა სოციალურ ქსელში, რის გამოც ის ტელევიზიიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. [გადაცემა] მე-17 სართული და “ფორმულა” არ გაჩერდება როგორც არ უნდა ეცადოთ”– წერს სოფო ხუნწარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!