TaoNews.Ge

„ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წელში გადატეხა“ – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ენკას“ მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ხელშეკრულების გაუქმება ნიშნავს, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის გამარჯვებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებამ ჩაიხედოს ამ საკითხის სიღრმეებში და დადგინდეს ვისი ბრალეულობაა აღნიშნულ საქმეში.

„მე პირდაპირ ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი დაფიქსირდა ქვეყანაში, როცა ხალხმა დაიწყო არგუმენტირება, ბრძოლა და გადატეხა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წელში სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ ყველა ერთად ორკესტრირებულად გვიპირისპირდებიან, რომ ვითომ ჩვენ ბნელები ვართ და სანთლის შუქზე გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება.

ასე არ გამოვა, ამ ნარატივით ვერავინ ვეღარ გააგრძელებს ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის ბრძოლების წარმოებას, ნუ ვიქნებით ასე მომართული, რომ ვიღაცების ბრალეულობა ცარიელ ნიადაგზე გამოვკვეთოთ.

დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად დავიქცევით ამ ყველაფრის შემდეგ როგორც ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა მათ შორის, თუკი ამგვარ ხელშეკრულებაში დავრჩებით. გამოსვლის შემთხვევაში ფინანსური ზიანი მოგვადგება, მაგრამ არა ხალხის მხრიდან, არამედ ის ფული უნდა მოიტანოს იმ პირებმა, ვინც იმ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!