TaoNews.Ge

ქართველმა სამართალდამცავებმა,საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს,რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.

ქართველმა სამართალდამცავებმა,საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს,რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.

ქართველმა სამართალდამცავებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს,  რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.  შეიარაღებული პირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შევიდნენ.

„ერთ – ერთ ნაკვეთში, ჩვენი სოფლელი ტრაქტორისტი რამაზ ჩალაური მიწას ხნავდა. შეიარაღებული პირები რომ დაინახა გაიქცა და თან პოლიციაში რეკავდა, ამ დროს რუსებმა გაისროლეს და გაქცეულ ტრაქტორისტს გაჩერება მოსთხოვეს. ამ ტრაქტორისტის მოსატაცებლად იყვნენ გადმოსულები, მაგრამ ჩვენმა პოლიციამ სწრაფად იმოქმედა, ალყაში მოაქციეს, განაიარაღეს და დააკავეს ადგილზე, ის მანქანაც ჩამოართვეს, რომლითაც გადაადგილდებოდნენ. მთელი სოფელი ფეხზე დავდექით, ვიფიქრეთ, რომ მათ გასათავისუფლებლად სამხედრო ბაზიდან ტექნიკას გამოიყვანდნენ, მაგრამ ახლა სიმშვიდეა. ჩვენი პოლიცია რამდენიმე პიკაპით სოფელში პატრულირებს, თუ რამე ინციდენტი მოხდა ხალხიც გვერდით დავუდგებით,“ – განაცხადა სოფელ ხურვალეთის მცხოვრები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!