TaoNews.Ge

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც საქართველოში დეპორტაციის ჩასაშლელად პასპორტი შეჭამა, უკრაინიდან მაინც გააძევეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც საქართველოში დეპორტაციის ჩასაშლელად პასპორტი შეჭამა, უკრაინიდან მაინც გააძევეს

უკრაინიდან გააძევეს 66 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ავთანდილ კობეშავიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ავთო კოპალას“ მეტსახელით იცნობენ.

თვითმფრინავი, სადაც ქართველი „კანონიერი ქურდი“ იჯდა ბორისპოლის აეროპორტიდან აფრინდა. „კანონიერი ქურდი“ საქართველოში არ შემოსულა. მისი დეპორტაცია ამჯერად თურქეთში განხორციელდა.

„ავტო კოპალას“ უკრაინიდან გაძევება და საქართველოში დეპორტირება ჯერ კიდევ 10 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა „კანონიერმა ქურდმა“ საქართველოში დეპორტაციის ჩასაშლელად ბორისპოლის აეროპორტში პასპორტი შეჭამა, შესაბამისად ის კიევი-ბათუმის დაგეგმილ რეისზე ვეღარ აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ავთანდილ კობეშავიძეს რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლი 2019 წლიდან ეძებს. რუსეთში მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

პრაიმტაიმი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!